გაზარდეთ თქვენი სოციალური პასუხისმგებლობა და შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობაში!

27 აპრილი 2016

რა არის ბავშვთა ჰოსპისი? - ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე (რომლებსაც სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 თვემდე აქვთ დარჩენილი) და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ  პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ - ტკივილის გაყუჩება, ფსიქოლოგის მომსახურება, სულიერი მხარდაჭერა და სხვა. ბავშვთა ჰოსპისის  კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს და ინტერიერს.  ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის,  მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. ჩვენი ჰოსპისიც სწორედ ამგვარი იქნება.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება 12 ბავშვისთვის, დღის ცენტრი 30 ბავშვზე, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დღისგანმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღიასაზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და  თბილისის მასშტაბით თვეში 25 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.

 

პროექტის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, როგორც მათ სხეულზე, გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით.

 

ბავშვთა ჰოსპისის გახსნა 2016 წლის ბოლოს იგეგმება.

 

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ვებ გვერდის საშუალებით www.childrenshospice.org.ge და ანგარიშზე თანხის შეტანით . საქართველოს ბანკი: GE31BG0000000368074900 GEL/USD/EUR ააიპ “ბავშვთა ჰოსპისი”

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი